მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. ბრინჯი / 500 / გრ
  2. ქათმის ფილე / 500 / გრ
  3. კვერცხი / 5 / ცალი
  4. ხახვი / 2 / თავი
  5. სტაფილო / 1 / ცალი
  6. პამიდორი / 2 / ცალი
  7. ოხრახუში / 1 / კონა
  8. ყველი / 200 / გრ
  9. მარილი პილპილი / გემოვნებით. /


ნაბიჯი №1
ბრინჯი მოვხარშოთ.

ნაბიჯი №2
ქათმის ფილე მოვხარშოთ.

ნაბიჯი №3
მოხარშული ფილე დავჭრათ

ნაბიჯი №4
კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ.

ნაბიჯი №5
კვერცხის ცილა ავთქიფოთ.

ნაბიჯი №6
ბრინჯი გავაციოთ და შეურიოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა

ნაბიჯი №7
ქათმის ფილეს დაუმატოთ კვერცხის გული და მოურიოთ.

ნაბიჯი №8
ცალკე შევწვათ ხახვი.

ნაბიჯი №9

დაუმატოთ წვრილად, სიგრძეზე დაჭრილი სტაფილო.


ნაბიჯი №10
დავამატოთ პამიდორი, მარილი და პილპილი.

ნაბიჯი №11
ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი.

ნაბიჯი №12
დავამატოთ დაჭრილი მწვანილი და მოურიოთ.

ნაბიჯი №13
ცეცხლგამძლე ყალიბში ჩავალაგოთ მოხარშული ბრინჯის ნახევარი.

ნაბიჯი №14
ზემოდან დავასხათ ტომატის სოუზი.

ნაბიჯი №15
გავასწოროთ კოვზით.

ნაბიჯი №16
ზემოდან დავალაგოთ ქათმის ფილე.

ნაბიჯი №17
შემდეგ ფილეზე დავალაგოთ ბრინჯის დარჩენილი ნახევარი.

ნაბიჯი №18
ბოლოს დავაყეროთ გახეხილი ყველი და შებდგათ გაზქურაში. ვბრაწოთ 40 წუთი 200 °C.

ავტორი: aks75
ნანახია: 31220-ჯერ


Loading...

Loading...