მაღლა


ინგრედიენტები

  1. კარტოფილი / 1 / კგ
  2. ხორცის ფარში / 500 / გრ
  3. კონსერვირებული ლეჩო / 500 / გრ
  4. ყველი / 200 / გრ
  5. კვერცხი / 3 / ცალი
  6. რძე / 100 / მლ
  7. არაჟანი / 2 / სუფრის კოვზი
  8. ფქვილი / 2 / სუფრის კოვზი
  9. ქინძი / 20 / გრ
  10. მარილი, პილპილი / გემოვნებით /
  11. ხახვი / 1 / თავი


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტები.

ნაბიჯი №2

მოვამზადოთ სოუსი: ჯამში ჩავასხათ რძე. დავამატოთ არაჟანი,


ნაბიჯი №3
ფქვილი,

ნაბიჯი №4
კვერცხი,

ნაბიჯი №5
20 - 30 გრ გახეხილი ყველი და ავურიოთ.

ნაბიჯი №6

ცხიმწასმულ, ცეცხლგამძლე ფორმაში მოვათავსოთ კარტოფილის პიურეს ნახევარი.


ნაბიჯი №7

შემდეგ ხახვთან ერთად შემწვარი ხორცის ფარში.


ნაბიჯი №8
ზემოდან დავალაგოთ კონსერვირებული ლეჩო ან პამიდორი.

ნაბიჯი №9
შემდეგ კარტოფილის პიურეს მეორე ნახევარი.

ნაბიჯი №10
გავასწოროთ კოვზით და მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი.

ნაბიჯი №11
მოვასხათ მომზადებული არაჟნის და კვერცხის სოუსი.

ნაბიჯი №12
შევბრაწოთ გაზქურაში 200°C 20 წუთი.

ნაბიჯი №13
20 წუთის შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი და

ნაბიჯი №14
ისევ მოვბრაწოთ 20 წუთის განმავლობაში.

ნაბიჯი №15
მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

ნაბიჯი №16
გემრიელი კერძი მზადაა!

ავტორი: aks75
ნანახია: 7576-ჯერ


Loading...

Loading...