მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. ყაბაყი / 2 / ცალი
  2. პომიდორი / 2 / ცალი
  3. ქათმის ფილე / 400 / გრ
  4. ყველი / 200 / გრ
  5. მწვანე ხახვი / 20 / გრ
  6. ქინძი / 20 / გრ


ნაბიჯი №1
ყაბაყი დავჭრათ რგოლებად და მოვაყაროთ მარილი. დავტოვოთ 1 საათის განმავლობაში და შემდეგ გადავწუროთ. პომიდორი დავჭრათ რგოლებად. ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავჭრათ. ყველი გავხეხოთ. მწვანილი დავჭრათ წვრილად.

ნაბიჯი №2
ყაბაყი შევწვათ ზეთში დაბალ ცეცხლზე ნახევრად მზადყოფნამდე. მოვაყაროთ მწვანილი, მარილი პილპილი და მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ყალიბში. ზემოდან მოვაყაროთ მოხარშული ქათმის ფილე.

ნაბიჯი №3
შემდეგ დაჭრილი პომიდორი.

ნაბიჯი №4
მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდგათ გაზქურაში და შევბრაწოთ მზადყოფნამდე საშუალო ცაცხლზე დაახლოებით 20-30 წუთი.

ნაბიჯი №5
მზად რომ იქნება მოვაყაროთ მწვანე ხახვი.

ავტორი: aks75
ნანახია: 9269-ჯერ


Loading...

Loading...