მაღლა


ინგრედიენტები

  • 5კგ. ბულგარული,
  • 1ლტრი ძმარი,
  • 0,5ლიტრი ზეთი,
  • შაქარი 1 ჭიქა,
  • მარილი-1 სუფრის კოვზი,
  • ნიახური, ოხრახუში,
  • ნიორი 300 გრ,
  • დაფნის ფოთოლი -10 ცალი,
  • შავი პიპილი -10 მარცვალი. 

მომზადების პროცესი


ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, მარილი შაქარი დაფნის ფოთოლი, შავი პიპილი, მოურიოთ კარგად და ავადუღოთ, ჩავყაროთ ბულგარული რამდენიც ჩაეტევა, ისე რომ ზემოდან სითხით დაიფაროს, ვადუღებთ10-15 წუთი (თავადაც მიხვდებით ჩანგლით, მოხარშულია თუ არა) ამოვალაგოთ ქაფქირით, ამოღებული ბულგარული ჩავტენოთ ქილებში და ფენებშუა ჩაურთოთ მწვანილი და ნიორი, ასევე მოვხარშოთ დარჩენილი ბულგარული, როცა ყველას მოვხარშავთ (ნახარში არ გადავასხათ) ზემოდან დავაფაროთ თავსახური და 3-4 დღის შემდეგ ბულგარული შეიშრობს წვენს და ვამატებთ დარჩენილ ნახარშს და ვხუფავთ.

P.S

მე არ მიყვარს ტკბილი და შაქარს ცოტას ვაძლევ და  ქილაში ვუმატებ ცხარე წიწაკას,.. ერთი კილო ბულგარული კარგად დატენილი ეტევა ერთ ლიტრ ქილქში, მე ვიყიდე 10 კგ. ბულგარული და გამომივიდა 8 ლიტრი.. .(ალბად წონაში მოვტყუვდი) ხო კიდევ ბულგარულს უნდა ამოაცალოთ თესლები კარგად გავრეცხოთ და გააშროთ, შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ,ზოგი მწვანილებსაც ჭრის,მაგრამ მე მთელ-მთელს ვდებ... ხო სილამაზესთვის წითელი, მწვანე და ყვითელი ბულგარული ჯობია მე ყვითელი ვერ ვიშოვე მაგრამ ზოგი წითელი გაყვითლდა და მშვენიერიაააა.



გემრიელად მიირთვით!



ავტორი: irma
ნანახია: 70330-ჯერ



Loading...

Loading...