მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 2 კგ. ლეღვი
  • 2 კგ. შაქარი
  • 250 გრ. წყალი

ვიდეო


მომზადების პროცესი

ერთ ჭიქა წყალს დავაყაროთ 2 კილო შაქარი.






დავდგათ გაზზე და წამოვადუღოთ სიროფი.





ლეღვი გავრეცხოთ.







და ყუნწთან დავჩხვლიტოთ.








ჩავყაროთ სიროფში ლეღვი და წამოვადუღოთ ცოტა ხანს 3-4 წუთი.











როცა გაცივდება კიდევ დავდგათ გაზზე და ისევ წამოვადუღოთ 3-4 წუთი.









თუ ლეღვი მოიხარშა და წვენს ცოტა აკლია შესქელება, ლეღვი ამოვალაგოთ სხვა თასში და წვენი წამოვადუღოთ სანამ მზად არ იქნება.







შესქელებულ წვენში ჩავალაგოთ ლეღვი. წამოვადუღოთ და ცხელივე ჩავასხათ ქილებში და მოვხუფოთ.









შევინახოთ გრილ ადგილას ზამთრისთვის.






გემრიელად მიირთვით!










ავტორი: likuna
ნანახია: 60135-ჯერ



Loading...

Loading...