მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 2 კგ. პომიდორი
  • 3- 4 ცალი სამწნილე წიწაკა
  • 1 სტაფილო 
  • ნახევარი ფოთოლი პირშუშხა
  • ხმელი ქინძი და კამა
  • 4 - 5  ძირი ნიახური 
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 1 ცალი მწარე წიწაკა
  • 1 ს. კ. ძმარი
  • 2 ს.კ მარილი
  • 2 ლ. ქილა 
  • 1 ც. ხუფი

მომზადების პროცესი


გავრეცხოთ პომიდორი და მწვანილები. გავარჩიოთ ნიორი და დავჭრათ სტაფილო სასურველ ფორმაზე.



ქილის ძირზე ჩავდოთ ნიახური, პირშუშხა, ხმელი კამა და ქინძი, ნიორი წიწაკა და ჩავალაგოთ პომიდორი.




გვერდებზე ჩავაყოლოთ სტაფილო და წიწაკა





ზემოდან  დავადოთ 2 ძირი ნიახური, დავაყაროთ მარილი და დავასხათ ძმარი.

 

დავასხათ ადუღებული წყალი.





დავახუროთ ხუფი და  დაახლოებით 3-4 წუთი წამოვადუღოთ ( გავასტერილოთ).


 

მოვხუფოთ სახუფით. შევინახოთ გრილ ადგილას ზამთრისთვის.




გემრიელად მიირთვით!




ავტორი: likuna
ნანახია: 17702-ჯერ



Loading...

Loading...