მაღლა
Aliexpress WW


კომბოსტოს მწნილი

კომბოსტოს მწნილი

ინგრედიენტები

კომბოსტო - 10 კგ

ჭარხალი - 1 კგ.

სტაფილო - 700-800 გრ.

ნიორი - 7- 8 თავი

ნიახური,

დაფნის ფოთოლი 5-6 ცალი

ხმელი წიწაკა გემოვნებით

მარილი - 500 - 600 გრ.

მომზადების პროცესი

კომბოსტო დავჭრათ 4 ნაწილად. პატარა თავები შუაზე გავჭრათ. ასევე დავჭრათ სტაფილო და ჭარხალი.

ემალის ან თიხის ქვაბში თანმინდევრულად ჩავალაგოთ:

 




კომბოსტო + ჭარხალი + სტაფილო + ნიორი წიწაკა და რამოდენიმე ყერი ნიახური.


 

წალკე ავადუღოთ წყალი და გავხსნათ მარილი. მდუღარე წყალში დავამატოთ დაფნის ფოთოლი წიწაკა, და ნიახური. და ვადუღოთ 10 - 15 წუთი.


 

ქვაბი ავავსოთ ბოლობდე ფენა ფენა.


 

დავასხათ ადუღებული მარილწყალი.


დავადოთ ზემოდან სიმძიმე ისე, რომ კომბოსტო დაიფაროს წყლით. 1 კვირის მანძილზე ქვაბი შევინახოთ ოთახის ტემპერეტურაზე. ერთი კვირის შემდეგ გადავიტანოთ გრილ ადგილა.


ავტორი: gogita
ნანახია: 26571-ჯერ



Loading...

Loading...