მაღლა


წიწაკის მწნილი

წიწაკის მწნილი
 

ინგრედიენტები

  • 5-6 კილო სამწნილე წიწაკა
  • 5-6 თუთის ფოთოლი
  • 1-2 სიმინდის ფოჩი
  • 1 ლ წყალზე 1 ს.კ. მარილი

მომზადების პროცესი

წიწაკა   4-5 დღე გავაჩეროთ,  გავშალოთ ჩრდილში ცოტა რომ  მოჭკნდეს,  შემდეგ გავრეცხოთ და წვერები დანით ჩაუჭრათ. ქილაში დაბლა ჩაუფინოთ თუთის ფოთლები  და ჩავალაგოთ წიწაკები. დავასხათ წყალი  შემდეგ გადმოვასხათ და ავრწყოთ რამდენი ლიტრაც გამოვა იმდენი 1 ს. კ. მარილი გაუკეთოთ, როცა მარილი გადნება დავასხათ მარილიანი წყალი.. თავზე დაუდოთ სიმინდის ფოჩები და დაველოდოთ დამჟავებას.













გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 25533-ჯერ



Loading...

Loading...