მაღლა


შინდის მურაბა

შინდის მურაბა
 

ინგრედიენტები

  • 2 კგ. შინდი
  • 2 კგ. შაქარი
  • 200 გრ. წყალი 

მომზადების პროცესი

შინდი გავრეცხოთ.




2 კგ. შაქარს დავასხათ 1 ჭიქა წყალი.


 

ცოტა წამოვადუღოთ.





 სოროფი ჩავყაროთ შინდი  და 1 წუთი წამოვადუღოთ.


 

გამოვრთოთ გაზი და გავაციოთ.



 

 შემდეგ ისევ დავდგათ და ისევ ცოტა წამოვადუღოთ რომ წამოდუღდება  ქაფი მოვხადოთ.



შემდეგ წამოვადუღოთ 5 წუთი.


 

ლამბაქზე დავასხათ 2 კოვზი წვენი და რომ გაცივდება გაუსვათ კოვზი შუაზე თუ ნელა შეერთდა ეს ეიგი მზად არის მურაბა. 




ცხელივე ჩავასხათ ქილებში დავახუროთ თავსახური.






შევინახოთ გრილ ადგილას  ზამთრისთვის.




 

გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 33443-ჯერ



Loading...

Loading...