მაღლა


ბულგარული სტაფილოს შიგთავსით ტომატში

ბულგარული სტაფილოს შიგთავსით ტომატში

ინგრედიენტები

  1. ბულგარული წიწაკა მწვანე / 1 / კგ
  2. ბულგარული წიწაკა წითელი / 1 / კგ
  3. ხახვი / 1 / კგ
  4. სტაფილო / 1 / კგ
  5. პამიდორი / 4 / კგ
  6. ზეთი / 200 / გრ
  7. შაქარი / 100 / გრ
  8. მარილი / 2 / სუფრის კოვზი


ნაბიჯი №1
ბულგარული, პამიდორი და სტაფილო გავრეცხოთ.

ნაბიჯი №2

ნაბიჯი №3
ბულგარული გავაშროთ.

ნაბიჯი №4

პამიდორი დავჭრათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.


ნაბიჯი №5

გატარებული პამიდორი მოვათავსოთ ჯამში. დავამატოთ მარილი, შაქარი და ავადუღოთ.


ნაბიჯი №6

სანამ პამიდორი მზადდება ბულგარულს მოვაჭრათ ყუნწები და ამოვაცალოთ თესლი.


ნაბიჯი №7
მოვათავსოთ ადუღებულ წყალში და ვადუღოთ 3 წუთის განმავლობაში.

ნაბიჯი №8

შემდეგ მოვათავსოთ ყინულიან წყალში 3 წუთით და გავაშროთ.


ნაბიჯი №9

მოვამზადოთ შიგთავსი: ხახვი დავჭრათ


ნაბიჯი №10
ტაფაში ჩავასხათ 200 მლ ზეთი და მოვათავსოთ დაჭრილი ხახვი

ნაბიჯი №11
5 წუთის შემდეგ დავამატოთ გახეხილი სტაფილო. დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ დაბალ გაზზე მზადყოფნამდე. დაახლოებით 20 წუთი.

ნაბიჯი №12
მოვაყაროთ მარილი.

ნაბიჯი №13
სტაფილოს შიგთავსი ჩავტენოთ ბულგარულ წიწაკაში.

ნაბიჯი №14
ბულგარული მოვათავსოთ 1 ან 0,5 ლ. მინის ქილებში.

ნაბიჯი №15
ქილებში ჩავასხათ მოხარშული პამიდორი

ნაბიჯი №16
და 10 წუთის განმავლობაში გავასტერილოთ.

ნაბიჯი №17
დავხუფოთ ხუფით.

ნაბიჯი №18
ბილგარული სტაფილოს შიგთავსით გემრიელი კერძი ზამთრისთვის მზადაა!

ავტორი: likuna
ნანახია: 22931-ჯერ


Loading...

Loading...