მაღლა


ინგრედიენტები

1 კგ. ბადრიჯანი

200 გრ. მაიონეზი

5 კბილი ნორი

მწვანილები: ქინძი, ოხრახუში

მომზადების პროცესი

 
ბადრიჯანი დავჭრათ თხლად სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 1 საათამდე. წვენს რომ გამოიღებს  ბადრიჯანი გავწუროთ ხელით.

 
შევწვათ ზეთიან ტაფაში, ჯერ ერთ მხარეს.
 
 
 
 
შემდეგ მეორე მხარეს.
 
 
 
 
 
მწვანილები დავჭრათ წვრილად, ნიორი დავჭყლიტოთ საჭყლეტით და აურიოთ ეს ყველაფერი მაიონეზში.მე სახლში გაკეთებული მაიონეზით გავაკეთე.
 
 
 
 
შემწვარი ბადრიჯანს წაუსვათ შენელებული მაიონეზი.
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!

ავტორი: rusiko
ნანახია: 45944-ჯერ



Loading...

Loading...