მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

500 გრ. მწვანე ლობიო

3 ცალი ბულგარული მწიწაკა

2 ხახვი

3 ცალი ბადრიჯანი

4-5 ცალი კარტოილი

4-5 ცალი პამიდორი

ქინძი ოხარახუში

2 კბილი ნიორი

100 გრ. ზეთი

მარილი და მწიწაკა გემოვნებით

მომზადების პროცესი



ლობიო დავტეხოთ პატარებად, ბადრიჯანი გავთალოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად მოვაყაროთ მარილი  და გავაჩეროთ ცოტახანს რომ წვენი გამოუვიდეს და გავწუროთ ხელით, ხახვი და  ბულგარული დავჭრათ წვრილად, კარტოფილი დავჭრატ პატარა კუბიკებად.





ხახვი მოვხრაკოთ ზეთში, დავაყაროთ ბადრიჯანი, ბულგარული, კარტოფილი  და ჩახეხილი პამიდორი , დავასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი დავახუროთ თავსახური და ვადუღოთ დაბალ გაზზე.





მზად რომ იქნება გაუკეთოთ მარილი და მწიწაკა გემოვნებით, ჩავაჭყლიტოთ ნიორი და დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.





გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 20150-ჯერ



Loading...

Loading...