ინგრედიენტები
4 ლ. რძე
1ან 2 ს.კ.კვეთი
მომზადების პროცესი
ახალი მოწველილი რძე გავფილტროთ საცერში ჩაფენილ მარლაში.

დაუმატოთ 1 ან 2 ს.კ. კვეთი.

მოურიოთ კოვზით.

დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ცოტახანი.

რომ შედგება დავდგათ გაზზე შევათბოთ და ხელით ამოვიყვანოთ ნელ - ნელა.



ერთ გუნდათ რომ შეიკვრება ჩავდოთ ფორმაში ( საწურში ).

და ხელის დავაწვეთ ზემოდან.

რამდენჯერმე ამოვაბრუნოთ, რომ ლამაზი ფორმა მიეცეს.

ზემოდან მოვაყაროთ ცოტა მარილი და გავაჩეროთ რამდენიმე საათი, რომ შრათისგან დაიწუროს.
გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
lamarabebo
ნანახია: 70608-ჯერ
Loading...