მაღლა


ინგრედიენტები

  • ბატკნის ხორცი - 600 გრ
  • ქინძი - 5 ძირი
  • ტარხუნა - 2 კონა
  • ტყემალი ან ალუჩა - 1 ჩაის ჭიქა
  • მწვანე ხახვი - 300 გრ.
  • წიწაკა და მარილი - გემოვნებით
  • ნახევარი ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო

მომზადების პროცესი

 ბატკნის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე თავდახურულად. როდესაც ხორციდან გამოყოფილი წვენი დაშრობას დაიწყებს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, დაასხით ნახევარი ნახევარი ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო, მოაყარეთ მარილი და განაგრძეთ მოშუშვა ისე, რომ ხორცი არ მოიხრაკოს.

 დრო და დრო სუფრის კოვზით ასხით მდუღარე წყალი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ტარხუნა და როდესაც მწვანილი ჩაითუთქება, შეაზავეთ დანაყილი წიწაკით. დაამატეთ მთელ- მთელი ტყემალი ან ალუჩა, ოდნავ მოშუშეთ და ერთი - ორი წუთის შემდეგგადმოდგით ცეცხლიდან.
 მზა ჩაქაფულის წვენი ცოტა და რამდენადმე სქელი უნდა იყოს.
 
 
 
გემრიელად მიირთვით!

ავტორი: diana
ნანახია: 18410-ჯერ



Loading...

Loading...