მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • კარტოფილი 600 - 700 გრ.
  • ხორცის ფარში 700-800 გრ.
  • კვერცხი 3 ცალი
  • ხახვი 2 თავი.
  • ყველი 300 გრ.
  • მაიონეზი 400 გრ.
  • ზაითუნის ზეთი 150 მლ.
  • მწვანე ხახვი 50 გრ.
  • მარილი,პილპილი გემოვნებით.

მომზადების პროცესი



მოხარშული კარტოფილი ჩავახეხოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.


 

მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.





 

დავასხათ ზეთი.


ტაფაზე დავასხათ ზეთი, ჩავდოთ ხორცის ფარში და ვთუშოთ ნელ ცეცხლზე.



დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.




 

მზა ფარში მოვაყაროთ გახახეხილ კარტოფილს.



შემდეგ დავახეხოთ მოხარშული კვერცხი.


დავახეხოთ ყველი.


 

ზემოდან დავასხათ მაიონეზი.


შევდგათ გაზქურაში და შევბრაწოთ 30- 40 წუთის განმავლობაში.


რომ შეიბრაწება დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.


 

გემრიელად მიირთვით!

რეცეპტის ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ამ ბმულზე


ავტორი: aks75
ნანახია: 115462-ჯერ



Loading...

Loading...