მაღლა


ინგრედიენტები

  1. ფქვილი / 5 / ჭიქა
  2. მაწონი / 500 / მლ
  3. სოდა / 1 / ჩაის კოვზი
  4. მარილი / 1 / ჩაის კოვზი
  5. კარაქი / 200 / გრ
  6. ყველი / 1 / კგ

მომზადების წესი


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტები.

ნაბიჯი №2
ფქვილი ჩავყაროთ ჯამში და დავამატოთ კარაქი.

ნაბიჯი №3
მოვზილოთ ფქვიერი ცომი.

ნაბიჯი №4
დავამატოთ მაწონი + სოდა.

ნაბიჯი №5
ავურიოთ. მიღებული ხაჭაპურის ცომი შევფუთოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 30 წუთით.

ნაბიჯი №6
30 წუთის შემდეგ ცომი გავყოთ 2 არათანაბარ ნაწილად შედარებით დიდი წილი გავაბრთყელოთ საცხობი ფირფიტის ზომაზე.

ნაბიჯი №7
დავდოთ საცხობი ფირფიტაზე და ზედმეტი ცომი მოვაცილოთ.

ნაბიჯი №8
მოვაყაროთ გახეხილი ყველი ზემოდან და თანაბრად გავანაწილოთ.

ნაბიჯი №9
დავაფარათ ხაჭაპურის ცომის მეორე ფენა

ნაბიჯი №10
და გვერდები შევუკრათ.

ნაბიჯი №11
ზემოდან დანით დავსეროთ

ნაბიჯი №12
და გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი.

ნაბიჯი №13
გამოვაცხოთ გაზქურაში 180°C მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №14
გემრიელი ხაჭაფური მაწვნის ცომით მზადაა!

ნაბიჯი №15

გემრიელად მიირთვით. ხაჭაპურის რეცეპტი იხილეთ ვიდეო ვერსია იხილეთ ამ ბმულზე


ავტორი: magdalina
ნანახია: 67177-ჯერ


Loading...

Loading...