მაღლა


ინგრედიენტები

  1. კვერცხი / 10 / ცალი
  2. შაქარი / 10 / სუფრის კოვზი
  3. თაფლი / 3 / სუფრის კოვზი
  4. ფქვილი / 10 / სუფრის კოვზი
  5. ნიგოზი / 100 / გრ
  6. ძმარი / 1 / სუფრის კოვზი
  7. სოდა / 1 / ჩაის კოვზი
  8. მასალა კრემისთვის: / /
  9. კარაქი / 300 / გრ
  10. შესქელებული რძე (მოხარშული) / 400 / მლ

ვიდეო




ნაბიჯი №1

კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. მიქსერით ავთქიფოთ კვერცხის ცილა. ნელ ნელა დავამატოთ შაქარი. კარგად, რომ აითქვიფება დავამატოთ ნელ-ნელა კვერცხის გულები. შემდეგ დავამატოთ თაფლი. ფრთხილად მოურიოთ კოვზით. შემდეგ დავამატოთ სოდა ძმრით, შემდეგ ფქვილი და ისევ მოურიოთ. მზა ცომი გავყოთ 2 ნაწილად. ლანგარზე დავაფინოთ პერგამენტი, წაუსვათ ცხიმი და დავასხათ ცომი (ნახევარი). გამოვაცხოთ გაზქურაში 180°C 15 წუთის განმავლობაში. ანალოგიურად გამოვაცხოთ ცომის მეორე ნახევარი. სანამ ბისკვიტი ცხვება მოვამზადოთ კრები: ავთქიფოთ კარაქი და მოხარშული შესქელებული რძე. დავაბლენდეროთ ნიგოზი. გამომცხვარ ბისკვიტებს მოვაცილოთ პერგამენტი (კალკა). მოვაჭრათ გვერდები და გადავდოთ. ბისკვიტები გავჭრათ შუაზე, და ავაწყოთ ნამცხვარი თითო ფენაზე წაუსვათ კრემი. ბოლო ფენაზე წაუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნიგოზი და დაფშვნილი ბისკვიტი.

 

იხილეთ რეცეპტის ვიდეო ვერსია!!!


ავტორი: magdalina
ნანახია: 55794-ჯერ


Loading...

Loading...