მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. ინგრედიენტი ბისკვიტისთვის: / /
  2. კვერცხი / 4 / ცალი
  3. შაქარი / 300 / გრ
  4. რძე / 200 / მლ
  5. ზეთი / 200 / მლ
  6. ვანილი / 1 / პაჩკა
  7. კაკაო / 3 / სუფრის კოვზი
  8. გამაფქვიერებელი / 1 / პაჩკა
  9. ფქვილი / 500 / გრ
  10. მასალა კრემისთვის: / /
  11. შესქელებული რძე / 380 / გრ
  12. კარაქი / 150 / გრ
  13. მასალა ბეზესთვის / /
  14. კვერცხის ცილა / 4 / ცალი
  15. შაქარი / 200 / გრ
  16. დამატებით ინგრედიენტები: / /
  17. მიწის თხილი / 100 / გრ
  18. ქიშმიში / 50 / გრ

ვიდეო




ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტები.

ნაბიჯი №2

კვერცხი ჩავახალოთ ჯამში და ავთქვიფოთ მიქსერით.


ნაბიჯი №3
დავამატოთ შაქარი

ნაბიჯი №4
და ვანილი. კარგად ავთქვიფოთ.

ნაბიჯი №5
შევათქვიფოთ ზეთი,

ნაბიჯი №6
რძე

ნაბიჯი №7
და კაკაო.

ნაბიჯი №8

ფქვილი გავცრათ გამაფქვიერებელთან ერთად.


ნაბიჯი №9

ჩავყაროთ ცომში და კარგად მოვურიოთ.


ნაბიჯი №10

ნაბიჯი №11
ცომი მოვათავსოთ ბისკვიტის გამოსაცხობი ფორმაში. და გამოვაცხოთ გაზქურაში 180°C 45 წუთი.

ნაბიჯი №12

ნაბიჯი №13

გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ და გავაციოთ.


ნაბიჯი №14

მოვაჭრათ ზედა ნაწილი.


ნაბიჯი №15

მოვამზადოთ ტორტის კრემი (ტორტის კრემის მომზადების რეცეპტი იხილეთ ამ ბმულზე) გამოვაცხოთ ბეზე (ბეზეს მომზადების წესი იხილეთ ამ ბმულზე)


ნაბიჯი №16
ბისკვიტის ქვედა ფენას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაბლენდერებული მიწის თხილი და ქიშმიში.

ნაბიჯი №17
ზემოდან დავდოთ გამომცხვარი ბეზე, წავუსვათ ნამცხვარი სნიკერსის კრემი, მიწის თხილი და ქიშმიში. დავაფაროთ ზედა ნაწილი

ნაბიჯი №18
და ისევ წავუსვათ კრემი ზემოდან და გვერდებიდან.

ნაბიჯი №19

გვერდებზე მოვაყაროთ მიწის თხილი, ქიშმიში და დაფშვნილი ბისკვიტი. ნამცხვარი სნიკერსი მზადაა! გემრიელად მიირთვით!


ავტორი: aks75
ნანახია: 41616-ჯერ


Loading...

Loading...