მაღლა


ინგრედიენტები

  • 10 კვერცხი
  • 1,2 კგ. შაქარი
  • 1 ლ. რძე
  • 2 პაჩკა მარგარინი (ona)
  • 4 ს.კ. დროჟი
  • 2 ცალი ვანილი
  • 20 მარცვალი ილი
  • 2 კაკალი ჯავზი -მუსკატი
  • 7 ცალი მიხაკი
  • ყავის ჭიქით არაყი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 1 ლიმონი
  • 1 ს.კ. ფორთოხლის ცედრა 
  • 200 გრ. არაჟანი
  • 300 გრ. ქიშმიში
  • 3.25 კგ. ფქვილი

 

მომზადების პროცესი

 

 
 
 
 
ყალიბებს წავუსვათ ზეთი. ძირზე ჩაუფინოთ კალკის ქაღალდი.
 
  
 
მოვაყაროთ საფანელი. 
  
 
მარგარინი გავადნოთ.
 
  
რძე გავათბოთ. 
 
  
უმაღლესი ხარისხის ფქვილი გავცრათ.
 
  
საფუარი გავხსნათ თბილ წყალში.
  
 
 
 
ჯამში ჩავყაროთ ცოტა შაქარი. 
 
 
 დავასხათ ნახევარი ლიტრი თბილი რძე და
 
 
წყალში გახსნილი საფუარი.
 
 
დვაყაროთ 3 ჭიქა ფქვილი და
  
  
კარგად ავურიოთ.
  
  
სქელი არაჟანის კონსისტენციის მიღებამდე ვურიოთ.
 
  
გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილ ადგილას, რომ ამოვიდეს.
 
  
ამასობაში ცალკე ჯამში ათქვიფოთ კვერცხი და  შაქარი ერთად.
 
 
 
 
  
ათქვეფილ გოგლი მოგლს დავასხათ დარჩენილი ნახევარი ლიტრი რძე,
 
  
გამდნარი თბილი მარგარინი,
 
 
და 1 ს.კ. მარილი.
 
   
  
 დაუმატოთ ოთახის ტემპერატურის კანიანად გახეხილი მთლიანი ლიმონი.
 
  
1 დღით ადრე მოვამზადოთ ნაყენი: არაყში ჩავყაროთ ყველა სუნელები: დაფქვილი ილი, დარიჩინი, გახეხილი მუსკატი, დანაყილი მიხაკი და ფორთოხლის ცედრა. (ნეყენს უნდა დააფაროთ თავსახური და დავტოვოთ 1 ღამის განმავლობაში) მეორე დღეს მზად იქნება.
 
 
წინა დღის დაყენებული ნაყენი ჩავასხათ ათქვეფილ გოგლი მოგლში.
 
  
დავამატოთ ვანილი.
  
 
 ამ მასას დავუმატოთ კარგად ამოსული საფუარზე დამზადებული ცომი.
 
 
 
 
 
 
დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
  
 
დავუმატოთ ოთახის ტემპერატურის არაჟანი.
 
  
ისევ ავურიოთ.
 
 
 
დავაფაროთ ჩაის ტილო.
 
 
და თბილი გადასაფარებელი. დავდგათ თბილ ადგილას, რომ ცომი აფუვდეს (დაახლოებით 1.5 საათი არის საჭირო).
  
   
 
ცომი კარგად, რომ ამოვა ზეთიანი ხელით ჩავზილოთ.
 
 
 
ისევ გადავაფაროთ ცომს თბილი გადასაფარებელი და დავდგათ თბილ ადგილას. მეორედ, რომ ამოვა
 
  
ისევ ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით.
 
  
ქიშმიშს გადავავლოთ ცხელი წყალი და ტილოში შევამშრალოთ.
  
 
მეორედ ჩაზილვის დროს ჩავაყაროთ ქიშმიში ცომში. მესამეთ რომ ამოვა ცომი მაშინ გადავიტანოთ ყალიბებში.
 
  
ყალიბებებში ჩავდოთ ცომი ყალიბის მეოთხედი.
  
 
 ჟარუნზე დავალაგოთ ცომიანი ყალიბები, გადავაფაროთ ჩაის ტილო. დავდგათ ზემოდან გაზქურაზე. ქვემოთ ავანთოთ გაზქურა, რომ სითბო ამოვიდეს და კარგად ამოვიდეს ცომი ყალიბებში.
  
  
ეს ქაღალდის ნაყიდი ყალიბებია ამას არ ჭირდება ზეთის წასმა.
 
  
  
ცომი კარგად, რომ ამოვა შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 30- 45 წუთის განმავლობაში.
 
 
 
 
გამომცხვარი პასკები გადმოვიღოთ ყალიბიდან.
  
 
 
დაბლა მოვაცალოთ კალკის ქაღალდი.
 
 
პასკები დააწვინეთ და ატრიალეთ ხელით რომ ცოტა გაგრილდეს. (ეს იმიტომ ჭირდება რომ არ ჩაცომდეს).
 
 
გამომცხვარი პასკები მოვრთოთ  მინანქარით და
 
 
 
 
ასევე ქოქოსის ფერად-ფერადი პანტელები გამოვიყენე მე :).  ზოგსაც შაქრის პუდრა მოვაყარე. 
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 

ავტორი: likuna
ნანახია: 50058-ჯერ



Loading...

Loading...