მაღლა


ინგრედიენტები

  • ვანილი 2 ს.კ
  • კაკაო 2 ს.კ
  • შაქარი 1 ჭიქა
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • ჯემი 1 ჭიქა
  • არაჟანი 600 გრ
  • ჟელატინი 3 ს.კ
  • წყალი 3 ჭიქა

მომზადების პროცესი




1 ს.კ ჟელატინს დავასხათ წყალი. დავტოვოთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავაცხელოთ გაზზე, მივიყვანოთ 70 გრადუსამდე შეუჩერებლივ ურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ.

2 კვერცხის გული ავთქიფოთ 1/2 ჭიქა შაქართან.


რომ კარგად აითქვიფება შეურიოთ ვანილი. დავამატოთ 200 გრ. არაჟანი და 1 ჭიქა მომზადებული ჟელატინი. ეს მასა ჩავასხათ ნებისმიერ ყალიბში. (უმჯობესია სილიკონის ყალიბი, რომ იყოს). შევდგათ საყინულეში, გამაგრებამდე.

სანამ პირველი ფენა ცივდება, მოვამზადოთ მეორე ფენა: ისევე როგორც პირველი ფენისთვის მოვამზადოთ ჟელატინი მეორე ფენისთვის. 200 გრ არაჟანს შეურიოთ 1-2 ს.კ შაქარი. დავამატოთ 1 ჭიქა ოდნავ გაცხელებული ჯემი, 1 ჭიქა მომზადებული ჟელატინი და ეს ყველაფერი კარგად აურიოთ.


დავასხათ პირველ ფენას, რომელიც უკვე გამაგრებული უნდა იყოს.

ისევ შევდგათ საყინულეში.

კიდევ ერთხელ მოვამზადოთ ჟელატინი. 200 გრ არაჯნს დაუმატოთ ნახევარი ჭიქა შაქარი და კაკაო. კარგად აურიოთ და დავასხათ 1 ჭიქა ჟელატინი.

დავასხათ ზემოდან ორივე ფენას და შევდგათ მაცივარში.

რომ გამაგრდება ყალიბი ჩავდოთ ცხელ წყალში და, კედლებთან ჟელე ცოტა, რომ გადნება გადმოვაბრუნოთ თეფშზე. (ჩემი ყალი შუშის იყო და ცხელ წყალში ჩადება აღარ გავრისკე :D )

 გემრიელად მიირთვით!


ავტორი: aks75
ნანახია: 39637-ჯერ



Loading...

Loading...