მაღლა


ინგრედიენტები

  1. კვერცხი / 1 / ცალი
  2. შაქარი / 2 / სუფრის კოვზი
  3. რძე / 100 / მლ
  4. კარაქი / 1 / სუფრის კოვზი
  5. ფქვილი / 250 / გრ
  6. სოდა / 1 / ჩაის კოვზი
  7. მარილი / მწიკვი /

მომზადების წესი

ჯამში გავცრათ ფქვილი. დავამატოთ კვერცხი, შაქარი, რძე, სოდა, მარილი და კარაქი. მოვზილოთ ცომი. ცომი დავასვენოთ 10-15 წუთი. ცომი გავაბრთყელოთ დაახლოებით 1,5 სმ სისქეზე. ავიღოთ ორი მრგვალი ფორმა (ან ჭიქა), რომელთაგან ერთი შედარებით დიდი იქნება, მეორე პატარა. ჯერ დიდი ფორმით გამოვჭრათ რგოლები, შემდეგ პატარა ფორმით ამოვჭრათ გულები. მიღებული ფუნთუშები გავაჩეროთ კიდევ 10-15 წუთი. ღრმა და შედარებით სქელძირიან ჭურჭელში ჩავასხათ ზეთი იმდენი, რომ რამდენიმე ფუნთუშა დაფაროს, ავადუღოთ და შევწვათ \"პონჩიკები\". როცა ერთი მხარე შეეწვება, გადავაბრუნოთ და მეორე მხარეც დავუბრაწოთ. თითო მხარის შეწვას დაახლოებით 50 წამი სჭირდება. გაგრილებულ ფუნთუშებს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

ავტორი: magdalina
ნანახია: 7818-ჯერ


Loading...

Loading...