მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 1კგ.ვაშლი
  • 200 გრ. საზამთროს მურაბის წვენი
  • 100 გრ. ქიშმიში
  • 125 გრ. მარგარინი
  • 200გრ. ფქვილი
  • 1 ნაჭერი ანანასი
  • 50 გრ. წითელი მოცხარი
  • 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 ვანილი
  • 1 გამაფხვიერებელი
  • ცოტა მარილი
  • ილი, დარიჩინი, გრეიფურტის ცედრა - გემოვნებით

მომზადების პროცესი

 

 
 
 
ყალიბს წაუსვით ცხიმი.
 
 
 
ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, დაახლოებით 2 ვაშლი გავხეხოთ სახეხზე.
 
 
 
თასში ჩავასხათ მურაბის წვენი (მე საზამთროს მურაბის წვენი გამოვიყენე). ჩავყაროთ გრეიფურტის ცედრა, ილი, დარიჩინი, ცოტა მარილი დანის წვერით, ვანილი, 2 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. შაქარი,
 
 
ნახევარი პაჩკა მარგარინი,
 
 
 
 
პაკეტი გამაფხვიერებელი (რაზრიხლიტელი) ან 1ჩ.კ. სოდა ძმრით, ცოტა ქიშმიში,1ჭიქა ფქვილი. ყველა ინგრიდიენტი ავთქვიფოთ მიქსერით. 
 
 
 
ვაშლის ნაჭრები დავალაგე ცხიმწასმულ ყალიბზე.
 
 
ზემოდან მოვაყარე 3 ს.კ. შაქარი.
 
 
 
ყალიბში ჩალაგებულ ვაშლს დავასხათ ცომი ზემოდან.
 
 
 
და კოვზით კარგათ მოვასწოროთ.
 
 
ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ვაშლი,ანანასი, ქიშმიში.
 
 
 წითელი მოცხარი
 
 
შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად 180 გრადუსზე.
 
 
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 
 

ავტორი: likuna
ნანახია: 8383-ჯერ



Loading...

Loading...