მაღლა


სამარხვო კრემი

სამარხვო კრემი
 

ინგრედიენტები

  • 1 პაჩკა მარგარინი (სამარხვო)
  • 500 მლ. წყალი
  • 4 ს.კ. ფქვილი
  • 5 ს. კ. შაქარი
  • 1 პ. ვანილი

მომზადების პროცესი

 

 
ოთახის ტემპერტურაზე დარბილებული მარგარინი.
 
 
 
ავთქვიფოთ მიქსერით კარგად.
 
 
 
ნახევარ ლიტრა წყალში ჩავყაროთ ფქვილი და შაქარი , სათქვეფით ავთქვიფოთ,  დავდგათ დაბალ გაზზე და ურიოთ შეუჩერებლად  სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.
 
 
 
მზად რომ იქნება გადმოვდგათ გაზიდან და გავაციოთ.
 
 
 
 
ათქვეფილ მარგარინში ნელ- ნელა შეურიოთ  მოხარშული ფაფა.
 
 
 
ბოლოს ვანილი.
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 
 
 

ავტორი: likuna
ნანახია: 37731-ჯერ



Loading...

Loading...