მაღლა


ინგრედიენტები

  1. ყაბაყი / 2 / ცალი
  2. სტაფილო / 1 / ცალი
  3. ბულგარული / 1 / ცალი
  4. ხახვი / 1 / ცალი
  5. პამიდორი / 4 / ცალი
  6. ნიორი / 2-3 / კბილი
  7. კვერცხი / 4 / ცალი
  8. არაჟანი / 1 / სუფრის კოვზი
  9. ყველი (სულგუნი) / 150 / გრ
  10. ფქვილი / 2 / სუფრის კოვზი
  11. მარილი / გემოვნებით /
  12. შავი პილპილი / გემოვნებით /
  13. ზეთი / 50 / გრ
  14. მწვანილი / 50 / გრ


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრიდიენტები

ნაბიჯი №2

ყაბაყი დავჭრათ რგოლებად და მოვაყაროთ მარილი. დავტოვოთ 1 საათის განმავლობაში და შემდეგ გადავწუროთ.


ნაბიჯი №3
დაჭრილი ხახვი, სტაფილო, და ბულგარული შევწვათ ზეთში ნახავრად მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №4

ნაბიჯი №5
დავამატოთ კანგაცლილი პამიდორი და ვთუშოთ სითხის გამოშრობამდე.

ნაბიჯი №6
დავამატოთ შავი პილპილი და მარილი.

ნაბიჯი №7
რომ მომზადდება დავამატოთ ფქვილი და მოურიოთ

ნაბიჯი №8
ცალკე ავთქიფოთ კვერცხი და არაჟანი

ნაბიჯი №9
ცხიმწასმულ, ცეცხლგამძლე ყალიბში მოვათავსოთ გაწურული ყაბაყი და შემწვარი ბოსტნეული კარგად მოურიოთ.

ნაბიჯი №10
მოვასხათ კვერცხი.

ნაბიჯი №11
შევდგათ გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

ნაბიჯი №12
მზადყოფნამდე 10 წუთით ადრე მოვაყაროთ ყველი.

ნაბიჯი №13

ნაბიჯი №14
მზა მობრაწულას მოვაყაროთ მწვანილი ( მე ასევე დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი) მწვანილის დაყრის შემდეგ შედგით გაზქურაში კიდევ 10 წუთის გამმავლობაში.

ავტორი: aks75
ნანახია: 11272-ჯერ


Loading...

Loading...