მაღლა


მწვანე ლობიო კვერცხით

მწვანე ლობიო კვერცხით
 

ინგრედიენტები

  1. მწვანე ლობიო / 1 / კგ
  2. პომიდორი / 3 / ცალი
  3. ხახვი / 1 / თავი
  4. ყაბაყი / 1 / ცალი
  5. კვერცხი / 2 / ცალი
  6. ნიორი / 2 / კბილი
  7. ქინძი, ოხრახუში, ქონდარი / 30 / გრ
  8. მარილი, პილპილი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1

ლობიო გავრეცხოთ. მოვაწყვიტოთ თავი და ბოლო. გავტეხოთ შუაზე და მოვხარშოთ დარბილებამდე. რომ მოიხარშება გადავიტანოთ საწურზე.


ნაბიჯი №2

ხახვი დავჭრათ წვრილათ და  მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.


ნაბიჯი №3

დავამატოთ კანგაცლილი პომიდორი, ნიორი და კუბიკებად დაჭრილი ყაბაყი.


ნაბიჯი №4

ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.


ნაბიჯი №5

15 წუთის შემდეგ დავამატოთ მოხარშული ლობიო და ვშუშოთ კიდევ 10 წუთი.


ნაბიჯი №6

დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი და შავი პილპილი. ავურიოთ


ნაბიჯი №7

გემრიელი კერძი მზადაა! მწვანე ლობიო კვერცხით გემრიელად მიირთვით.


ავტორი: magdalina
ნანახია: 1480-ჯერ


Loading...

Loading...