ინგრედიენტები
- სოუსი / : /
- ბულგარული / 350 / გრ
- პომიდორი / 350 / გრ
- ხახვი / 200 / გრ
- ზეთი / 200 / გრ
- ბოსტნეული / : /
- ბადრიჯანი / 500 / გრ
- ყაბაყი / 500 / გრ
- პომიდორი / 500 / გრ
- ნიორი / 4 / კბილი
- მწვანილი / /
- მარილი / /
- პილპილი / /
მომზადების წესი
- ბულგარული შევდოთ გაზქურაში და შევბრაწოთ 180°C დაახლოებით 20 წუთით. გაციებული ბულგარული დავჭრათ კუბებად.
- პომიდორს გავაცალოთ კანი და დავჭრათ კუბებად.
- დაჭრილი ხახვი შევწვათ ზეთში.
- დავამატოთ ბულგარული და ვბრაწოთ 3 წუთი. 3 წუთის შემდეგ დავამატოთ პომიდორი.
- ვბრაწოთ დაახლოებით 10 წუთი შესქელებამდე.მიღებული სოუსი დავაბლენდეროთ და მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ფორმაში.
- ბადრიჯანი და ყაბაყი დავჭრათ მრგვლად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 30 წუთი.
- შემდეგ გავწუროთ.პომიდორი დავჭრათ მრგვლად.
- დაჭრილი ბოსტნეული ჩავალაგოთ თანმიდევრობით ცეცხლგამძლე ფორმაში.
- ნიორი და მწვანილი დავჭრათ წვრილად.
- ნიორი მწვანილი და ზეთი ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და მოვასხათ ზემოდან დაჭრილ ბოსტნეულზე.
- რატატუი შევდოთ გაზქურაში 1 საათითგემმრიელი რატატუი მზადაა!
ავტორი:
magdalina
ნანახია: 5756-ჯერ
Loading...