მაღლა


ინგრედიენტები

  1. პომიდორი / 2 / კგ
  2. კომბოსტო / ნახევარი / თავი
  3. ხახვი / 5 / თავი
  4. სტაფილო / 3 / ცალი
  5. ბულგარული (წითელი) / 5-6 / ცალი
  6. ნიორი / 5-6 / კბილი
  7. ყაბაყი / 2 / ცალი
  8. მარილი, პილპილი / გემოვნებით /
  9. ხმელი ქინძი / ნახევარი / ჩაის კოვზი
  10. ოხრახუში / 30 / გრ
  11. ქინძი / 20 / გრ

მომზადების წესი

დაჭრილი კომბოსტო მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

დავამატოთ კუბებად დაჭრილი ყაბაყი, დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

ცელკე მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა და გახეხილი სტაფილო.

კომბოსტო და ყაბაყი, რომ მოიშუშება (დაახლოებით 10-15 წუთი) დავამატოთ სახეხზე გეხეხილი პომიდორი.

5 წუთის შემდეგ დავამატოთ მოხრაკული სტაფილო, ბულგარული და ხახვი.

მზა კერძი გადმოვდგათ ცეცხლიდან დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი. დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 10-15 წუთი.

გემრიელი ბოსტნეულის რაგუ მზადაა!


ავტორი: aks75
ნანახია: 570-ჯერ


Loading...

Loading...