მაღლა


ინგრედიენტები

  1. კომბოსტო / 1 / თავი
  2. ხახვი / 3 / თავი
  3. სტაფილო / 2 / ცალი
  4. ბულგარული / 2 / ცალი
  5. ნიორი / 3 / კბილი
  6. კონსერვირებული პომიდორი / 1 / კგ
  7. ქინძი / 20 / გრ
  8. ოხრახუში / 20 / გრ
  9. შავი პილპილი / გემოვნებით /
  10. მარილი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1
ხახვი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა ზეთი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე.

ნაბიჯი №2
2 წუთის შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო.

ნაბიჯი №3

დავამატოთ ბულგარული. დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.


ნაბიჯი №4

შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო, დავასხათ 200 მლ. წყალი, დავაფაროთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი


ნაბიჯი №5
ავურიოთ.

ნაბიჯი №6
დავამატოთ კონსერვირებული პომიდორი, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი.

ნაბიჯი №7
დავაფაროთ და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 20 წუთი.

ნაბიჯი №8
ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილი. ავურიოთ და ვშუშოთ კიდევ 2- 3 წუთი.

ნაბიჯი №9
გემრიელი კერძი მოშუშული კომბოსტო მზადაა.

ავტორი: aks75
ნანახია: 2746-ჯერ


Loading...

Loading...