ინგრედიენტები
- ბადრიჯანი / 2 (დიდი) / ცალი
- პომიდირი / 2 / ცალი
- ბილგარული / 1 (წითელი) / ცალი
- ბარკალი ქათმის / 1 / ცალი
- ხახვი / 1 / თავი
- ყველი / 150 / გრ
- ნიორი / 2 / კბილი
- მარილი / /
- პილპილი / /
- ქინძი ოხრახუში კამა / 30 / გრ
ვიდეო
მომზადების წესი
- ბადრიჯანი შევდოთ გაზქურაში და შევბრაწოთ 10 წუთი
- ქათმის ბარკალს მოვაცილოთ ხორცი, გავასუფთაოთ ძარღვებისგან და დავჭრათ კუბიკებად
- კანგაცლილი პიმიდორი დავჭრათ
- დავჭრათ ხახვი მწვანილი ბულგარული და ნიორი.
- ბადრიჯანს ამოვუღოთ გული.
- ამოღებული ბადრიჯნის შიგთავსი დავჭრათ პატარა კუბებად.
- ბადრიჯნის ნავები ჩავდოთ ცეცხლგამძლე ყალიბში
- ხახვი შევწვათ ზეთში 1 წუთი
- დავამატოთ ბულგარული და შევწვათ კიდევ 1 წუთი
- დავამატოთ დაჭრილი ბადრიჯანი და 2 წუთის შემდეგ დავამატოთ პომიდორი ვბრაწოთ 3 წუთი და გადმოვიღოთ ჯამში
- შემდეგ შევწვათ ქათმის ხორცი
- შემწვარი ხორცი და მოშუშული ბოსტნეული ავურიოთ ერთმანეთში
- დავუმატოთ მწვანილი და ნიორი.
- ბადრიჯნის ნავები ამოავსეთ მიღებული ბოსტნეულის და ქათმის ხორცის ნარევით.
- ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი
- ბადრიჯნის ნავები შევდოთ გაზქურაში და ვაცხოთ 30 წუთი 200°C
ავტორი:
aks75
ნანახია: 2887-ჯერ
Loading...