მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 3 კგ. ფქვილი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 30 ს.კ. ღორის ქონი 
  • 1 კვერცხი

მომზადების პროცესი

ფქვილი გავცრათ საცერში.
 

 
ფქვილში ჩავყაროთ მარილი და დავასხათ ცივი წყალი.
 
 
 
 
მოვზილოთ ცომი.
 
 
 
 
შუა ზელაში ცომი დავჭრათ დანით დიდ ნაჭრებად დავაფაროთ ჩაის ტილო და დავასვენოთ 10 წუთი.
 
 
 
 
ისევ გადავზილოთ. 
 
 
 
 
ასე გავიმეოროთ 3 -ჯერ.
 
 
 
 
მოვგუნდოთ გუნდებად 6 გუნდა გავაკეთე.
 
 
 
 
 
დავასვენოთ ცომი და გავაბრტყელოთ ცომის საშლელით.
 
 
 
 
 
მოვასხათ ცომს გამდნარი თბილი 3 ს.კ. ღორის ქონი ( თუ ღორის ქონი არ გაქვთ მარგარინის ჩანაცვლებაც შეიძლება).
 
 
 
 
გადავკეცოთ გვერდები ყველა მხრიდან რათა ცხიმი ყველგან განაწილლდეს კარგად.
 
 
 
 
 
 
ავიღოთ ცომი და ქვემოდან ხელის ზურგით ვატრიალოთ ისე რომ,  ცომი გათხელდეს როგორც ფურცელი.
 
 
 
 
ცომი მაგიდის კუთხეს წამოვდოთ და ხელით ვწელოთ.
 
 
 
 
შეიძლება ცომი გაიხეს მაგრამ არაფერია ამბობენ უფრო ფურცლიანი გამოდისო.:)
 
 
 
 
შემდეგ ერთი მხრე გადმოვკეცოთ ნახევრამდე.
 
 
 
 
შემდეგ მეორე მხარე გადმოვკეცოთ და მოვასხათ 2 სუფრის კოვზი ქონი.
 
 
 
 
 
და ცომის ერთი ბოლოდან გადავკეცოთ წიგის ფორმაზე. 
 
 
 
 
 
 
აი ახეთი ფორმის ქადები გამოდის.
 
 
 
 
შემდეგ დავასვენოთ კიდევ 10 წუთი და ხელით ცოტა გავასწოროთ ლამაზი ფორმა მივცეთ.
 
 
 
 
ზემოდან წაუსვათ კვერცხის და მაწვნის ნაზავი.
 
 
 
 
 
 
გამოვაცხოთ ფაზქურაში 220 გრადუსზე.
 
 
 
 
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 

ავტორი: rusiko
ნანახია: 24063-ჯერ



Loading...

Loading...