მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

1,5 კგ. ფქვილი

1 ქილა მაწონი (500 მლ.)

300 გრ. კარაქი (ან მარგარინი)

10 ს.კ. შაქარი

1,5 ჩ.კ. სოდა

1 კვერცხი (ზემოდან წასასმელად)

1პ. ვანილი

ვიდეო


მომზადების პროცესი

 
გავადნოთ 150 გრ. კარაქი.
 

 

მაწონში ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი სოდა.
 
 
 
 
 
ჩავასხათ მაწონი თასში და დავასხათ გამდანარი კარაქი.
 
 
 
 
დაუმატოთ ფქვილი.
 
 
 
მოვზილოთ მაგარი ცომი, დავასვენოთ 20 წუთი.
 
 
 
 
გულსართის მომზადება:
 
7 ს.კ. ფქვილი და 10 ს.კ. შაქარს დაუმატოთ ნახევაერი ჩაის კოვზი სოდა.
 
 
 
 
დაუმატოთ დარბილებული 150გრ. კარაქი და ხელით ავსრისოთ. 
 
 
 
 
ისე რომ ერთ გუნდად შეიკრას.
 
 
 
გულსართი გავყოთ ორ ნაწილად.
 
 
 
 
ცომი გავაბრტყელოთ და ნახევარი გულსართი ხელით მოვაფშხვნათ.
 
 
 
 
 
 
გადავახვიოთ რულეტივით.
 
 
 
 
დავასვენოთ ცომი 15 წუთი.
 
 
 
ისევ გავაბრტყელოთ და მეორე ნახევარი გულსართის  მოვაფშხვნათ.
 
 
 
 
 
და ისევ გადავახვიოთ რულეტივით.
 
 
 
დავჭრათ საჭრელით პატარა ნაჭრებად.
 
 
 
 
ზემოდან წაუსვათ 1 ჩ.კ.  მაწვნის და 1 კვერცხის ნაზავი.
 
 
 
 
შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად 180 % ზე.
 
 
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!

ავტორი: likuna
ნანახია: 113133-ჯერ



Loading...

Loading...