ინგრედიენტები
- ფქვილი / 400 / გრ
- შაქარი / 200 / გრ
- მარგარინი / 100 / გრ
- კვერცხი / 1 / ცალი
- რძე / 80 / მლ
- გამაფხვიერებელი / 15 / გრ
- ვანილი / 2 / გრ
მომზადების წესი
მარგარინი მოვათავსოთ ჯამში. დავამატოთ შაქარი და ავთქვიფოთ მიქსერით. შევათქვიფოთ კვერცხი, რძე და ვანილი. დავამატოთ ფქვილი + გამაფხვიერებელი და მოვზილოთ ცომი.მიღებული ცომი გავვაბრთყელოთ და ამოვჭრათ მრგვალი ფორმის ნაჭრები. ორცობილა კორჟიკი დავალაგოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფირფიტაზე. გამოვაცხოთ გაზქურაზე 180°C. გემრიელად მიირთვით.
ავტორი:
magdalina
ნანახია: 8815-ჯერ
Loading...