მაღლა


ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • ქათმის ფილე 300 გრ
  • ბრინჯი 300 გრ
  • ყველი 150 გრ
  • ხახვი 2 ცალი

მომზადების პროცესი





ბრინჯი და ქათმის ფილე მოვხარშოთ და გავაგრილოთ.


ქათმის ფილე დავჭრათ ან დავკუწოთ.

ხახვი დავჭრათ და შევწვათ ოქროს ფერის მიღებამდე.

ჯამში ჩავდოთ ქათმის ფილე, კვერცხის გული, შემწვარი ხახვი და აურიოთ.




კვერცხის ცილა ავთქიფოთ.

ათქვეფილ კვერცხის ცილას შეურიოთ მოხარშული ბრინჯი.

ბრინჯის ნახევარი ჩავდოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.

ზემოდან დავდოთ ქათმის ფილე, შემდეგ ბრინჯის დარჩენილი ნაწილი.

შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ან დაჭრილი ყველი და მოვასხათ მაიონეზი.







ბრინჯის მობრაწულა შევდგათ გახურებილ გაზქურაში და ვბრაწოთ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში.

 

გემრიელად მიირთვით!


ავტორი: aks75
ნანახია: 14976-ჯერ



Loading...

Loading...