მაღლა


ინგრედიენტები

  1. ბადრიჯანი / 2,5 / კგ
  2. სტაფილო / 2 / ცალი
  3. ხახვი / 3 / ცალი
  4. ბულგარული / 7 / ცალი
  5. პამიდორი / 5 / ცალი
  6. მაიონეზი / 200 / გრ
  7. კვერცხი / 4 / ცალი
  8. ფქვილი / 1 / სუფრის კოვზი
  9. ძეხვი / 200 / გრ
  10. მწვანილი / 1 / კონა
  11. მარილი, პილპილი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრიდიენტები.

ნაბიჯი №2
კვერცხი ავთქიფოთ და დავამატოთ ფქვილი, დაჭრილი მწვანილი და მაიონეზი. მოურიოთ.

ნაბიჯი №3
ბადრიჯანი დავჭრათ კუბებად და მოვაყაროთ მარილი. 1 საათში გადავწუროთ.

ნაბიჯი №4
ბადრიჯანი შევწვათ ზეთში.

ნაბიჯი №5
ცალკე შევწვათ ხახვი, სტაფილო და ბულგარული ნახევრად მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №6
დავამატოთ პამიდორი, მოურიოთ და შევწვათ მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №7
ცეცხლგამძლე ყალიბში ჩავალაგოთ ბადრიჯანი.

ნაბიჯი №8
ზემოდამ მოვაყაროთ შემწვარი ბოსტნეული.

ნაბიჯი №9
მოვაყაროთ დაჭრილი ძეხვი.

ნაბიჯი №10
მოვასხათ კვერცხის მასა.

ნაბიჯი №11

ნაბიჯი №12
შევდგათ გახურებულ ღუმალში და ვბრაწოთ 50-60 წუთი 200 °C

ნაბიჯი №13

ნაბიჯი №14
კერძი \" ბოსტნეულის მობრაწულა\" მზადაა! გემრიელად მიირთვით!

ავტორი: aks75
ნანახია: 10090-ჯერ


Loading...

Loading...