მაღლა


ბადრიჯნის მობრაწულა ყველით

ბადრიჯნის მობრაწულა ყველით

ინგრედიენტები

  1. ბადრიჯანი / 2 / კგ
  2. ყველი / 300 / გრ
  3. კვერცხი / 4 / ცალი
  4. ნიორი / (გემოვნებით) /
  5. პამიდორი / 4-5 / ცალი
  6. ბულგარული წიწაკა / 4 / ცალი
  7. არაჟანი / 400 / გრ
  8. კინძი, ოხრახუში / 1 / კონა
  9. პოლპოლი / (გემოვნებით) /
  10. სოკო (მარინადი) / 100 / გრ


ნაბიჯი №1

საჭირო ინგრიდიენტები. ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ 20-30 წუთი.


ნაბიჯი №2
ნიორი დავჭყლიტოთ.

ნაბიჯი №3
დავამატოთ კვერცხი და ცატა ავთქიფოთ.

ნაბიჯი №4
დავავატოთ არაჟანი და დაჭრილი მწვანილი. ისევ აურიოთ.

ნაბიჯი №5
30 წუთის შემდეგ ბადრიჯანი გავწუროთ და შევწვათ ზეთში.

ნაბიჯი №6
შემწვარი ბადრიჯანი ჩავდოთ წეცხლგამძლე ჭურჭელში.

ნაბიჯი №7
ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი სოკო.

ნაბიჯი №8
სიგრძეზე დაჭრილი ბულგარული წიწაკა.

ნაბიჯი №9
მოვაყაროთ ყველი დაახლოებით 100 გრამი.

ნაბიჯი №10
ზემოდან დავალაგოთ მრგვლად დაჭრილი პამიდორი.

ნაბიჯი №11
მოვაყაროთ პილპილი.

ნაბიჯი №12
მოვასხათ მომზადებული სოუსი.

ნაბიჯი №13

ნაბიჯი №14
ბოლოს მოვაყაროთ დანარჩენი გახეხილი ყველი.

ნაბიჯი №15
ბადრიჯნის მობრაწულა შევდგათ გაზქურაში და ვბრაწოთ 180-200 ° C 40-50 წუთი

ავტორი: aks75
ნანახია: 11949-ჯერ


Loading...

Loading...