მაღლა
Aliexpress WW


ყვავილოვანი კომბოსტოს მობრაწულა პამიდვრით

ყვავილოვანი კომბოსტოს მობრაწულა პამიდვრით

ინგრედიენტები

  1. ყვავილოვანი კომბოსტო / 1 / კგ
  2. პამიდორი / 500 / გრ
  3. კვერცხი / 4 / ცალი
  4. ქინძი / 30 / გრ
  5. ოხრახუში / 20 / გრ
  6. მწვანე ხახვი / 30 / გრ
  7. სტაფილო / 3 / ცალი
  8. ხახვი / 2 / თავი


ნაბიჯი №1
დაჭრილი ხახვი შევწვათ ზეთში, დავამატოთ დაჭრილი სტაფილო, დავაფაროთ თავსახური და მოვთუშოთ.

ნაბიჯი №2
ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილებად და მოვხარშოთ.

ნაბიჯი №3
კომბოსტოს ფოთლები დავალაგოთ გამოსაცხობი ფორმის ძირში.

ნაბიჯი №4
ჩავყაროთ მოთუშული სტაფილო და ხახვი და გავასწოროთ კოვზით.

ნაბიჯი №5
ზემოდან დავალაგოთ მოხარშული კომბოსტო.

ნაბიჯი №6
მოვასხათ ტომატი.

ნაბიჯი №7
კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ტომატ პასტა და დაჭრილი მწვანილი.

ნაბიჯი №8
ჩავასხათ ფორმაში თანაბრად.

ნაბიჯი №9
შევბრაწოთ გაზქურაში 200 °C

ნაბიჯი №10
გემრიელად მიირთვით!

ავტორი:
ნანახია: 10529-ჯერ


Loading...

Loading...