მაღლა


ინგრედიენტები

  1. მასალა ცომისთვის: / /
  2. ფქვილი / 2 ჭიქა /
  3. წყალი / 1 ჭიქა /
  4. მარილი / ნახევარი / ჩაის კოვზი
  5. ზეთი / 2-3 / სუფრის კოვზი
  6. მასალა შიგთავსისთვის / /
  7. ალუბალი / 500 / გრ
  8. შაქარი / 200 / გრ
  9. ფქვილი / 2-3 / სუფრის კოვზი

მომზადების წესი

კურკა გამოცლილი ალუბალი მოვათავსოთ საწურზე.  დავტოვოთ 1 საათით რომ გამოუშვას წვენი. მიღაბული ალუბლის წვენი ცალკე გადავდოთ.

ფქვილი გავცრათ, მოვაყაროთ მარილი, ზეთი და წყალი. მოვზილოთ ცომი. ცომი მოვათავსოთ ცელოფანში და დავტოვოთ 1 საათით. 1 საათის შემდეგ ცომი გავაბრთყელოთ

ალუბალს მოვაყაროთ შაქარი და ფქვილი. ავურიოთ

ცომი დავჭრათ პატარა ზომის კვადრატებად. შუაში მოვათავსოთ 2 ან სამი ალუბალი. ცომის გვერდები შეუკრათ 

ჯამში ჩავასხათ 2,5 ლ. წყალი ავადუღოთ და ჩავყაროთ ვარენიკი.


ნაბიჯი №1

გემრიელი ვარენიკები


ავტორი: magdalina
ნანახია: 1695-ჯერ


Loading...

Loading...