ხის სოკო არაჟნით

ინგრედიენტები
- ხის სოკო / 1 / კგ
- არაჟანი / 200 / გრ
- კამა / 20 / გრ
- ხახვი / 1 / თავი
- მარილი პილპილი / გემოვნებით /
მომზადების წესი
- სოკო გავრეცხოთ და დავჭრათ.
- მოვხარშოთ ადუღებიდან 5-7 წუთის განმავლობაში და გადმოვიტანოთ საწურზე.
- ხახვი დავჭრათ და შევწვათ ზეთში.
- ზემოდან ჩავდოთ მოხარშული სოკო და მოვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
- გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.
- მოვამზადოთ არაჟნის სოუსი:
- არაჟანი და წყალი ავურიოთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი.
- არაჟნის სოუსი მოვასხათ სოკოს.
ავტორი:
magdalina
ნანახია: 9242-ჯერ
Loading...