ინგრედიენტები
- ხაჭო -750 გრ
- არაჟანი - 150 გრ
- კარაქი 100 გრ (ოთახის ტემპერატურის)
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 200 გრ
- შოკოლადი 1 პლიტკა
- ვანილი 1 პაჩკა
- ცუკატები 150 გრ
- ქიშმიში 150 გრ
- ნიგოზი 150 გრ
მომზადების პროცესი
ქიშმიში და ცუკატები გავრეცხოთ და გავამშრალოთ.
შოკოლადი გავხეხოთ.
ხაჭო გავატაროთ საცერში 2 ჯერ.
ხაჭო, არაჟანი, კარაქი, კვერცხი, ვანილი და შაქარი ავთქიფოთ მიქსერით.
დავამატოთ 100 გრ ცუკატები, 100 გრ. ქიშმიში, დაბლენდერებული ნიგოზი და გახეხილი შოკოლადი.
მოურიოთ.
საწურში დავაფინოთ 4 ჯერ ჩაკეცილი მარლა, ჩავასხათ ხაჭოს პასკის მასალა, ზემოდან გადავაფაროთ მარლა.
მარლაზე ზემოდან დავაფაროთ თეფში და დავადოთ სომძიმე.
შევდგათ მაცივარში 15-20 საათით, რომ გაიწუროს.
20 საათის შემდეგ პასკა მზად არის. მზა ხაჭოს პასკა გააფორმეთ დარჩენილი ცუკატებით, ქიშმიშით და შოკოლადით.
გემრიელად მიითვით!
ავტორი:
aks75
ნანახია: 20970-ჯერ
Loading...