მაღლა


ინგრედიენტები

  1. არაჟანი / 250 / გრ
  2. კარაქი / 110 / გრ
  3. სოდა / 0,5 / ჩაის კოვზი
  4. ფქვილი / 2 ჭიქა /
  5. ლიმონი / 1,5 / ცალი
  6. შაქარი / 1 ჭიქა /
  7. კვერცხის გული / 1 / ცალი
  8. შაქრის პუდრა / მოსაყრელად /

მომზადების წესი

არაჟანს შევურიოთ სოდა, დავამატოთ გამდნარი კარაქი და ავურიოთ.

ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი და გავყოთ 2 ნაწილად.

ლიმონი დავჭრათ და დავაბლენდეროთ შაქართან ერთად.

ცომის ნახევარი გავაბრთყელოთ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ ჟაროვნაზე და გაუკეთოთ გვერდები.

ზემოდან დავდოთ ლიმნის შიგთავსი და დავაფაროთ ცომის მეორე ნახევარი.

წაუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ 180°C გაზქურაში.


ავტორი: magdalina
ნანახია: 3896-ჯერ


Loading...

Loading...