მაღლა


ინგრედიენტები

  1. ჟელატინი / 15 / გრ
  2. არაჟანი / 400 / გრ
  3. ხაჭო / 200 / გრ
  4. კარაქი / 100 / გრ
  5. ცუკატები / 100 / გრ
  6. ორცხობილა / 300 / გრ
  7. წყალი / 200 / მლ


ნაბიჯი №1
საჭირო მასალა.

ნაბიჯი №2
ჟელატინი გავხსნათ წყალში

ნაბიჯი №3
და დავტოვოთ 20 წუთი, რომ გაფუვდეს.

ნაბიჯი №4
ხაჭო გავატაროთ საცერში.

ნაბიჯი №5
გაცრილი ხაჭო მოვათაცსოთ თასში. დავამატოთ არაჟანი და შაქარი.

ნაბიჯი №6
ავთქვიფოთ მიქსერით.

ნაბიჯი №7
გაფუებულ ჟელატინს მოვასხათ არაჟნის მასა (დაახლოებით 100 მლ.)

ნაბიჯი №8
შემდეგ ჟელატინი არაჟნით დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ 60°C

ნაბიჯი №9
ჯელატინი ჩავასხათ არაჟნის და ხაჭოს მასაში.

ნაბიჯი №10
შემდეგ დავამატოთ ცუკატები. კარგად ავურიოთ. შევდოთ მაცივარში.

ნაბიჯი №11
ორცხობილა დავფშვნათ.

ნაბიჯი №12
კარაქი და ორცხობილა ავურიოთ.

ნაბიჯი №13

ორცობილას ცომი გავაბრტყელოთ და მივცეთ წრის ფორმა. დავდოთ ფორმაზე სადაც მოთავსებულია არაჟნის მასა. დავტოვოთ მაცივარში 2-3 საათით.


ნაბიჯი №14

ამოვღოთ ფორმიდან. (იმ შემთხვევაში თუ ფორმიდან არ გადმოდის აიღეთ ფენი და ცხელი ჰაერი დაუბერეთ ზემოდან)


ნაბიჯი №15

გემრიელი არაჟნის ტორტი ჟელე მზადაა!


ავტორი: aks75
ნანახია: 3538-ჯერ


Loading...

Loading...