მაღლა


ინგრედიენტები

  1. ხაჭო / 300 / გრ
  2. ფქვილი / 300 / გრ
  3. კვერცხი / 1 / ცალი
  4. მარგარინი / 250 / გრ
  5. ვანილი / 1 / შეფუთვა
  6. გამაფხვიერებელი / 15 / გრ
  7. მწიკვი მარილი / /
  8. ხილფაფა / შიგთავსისთვის /

მომზადების წესი

  • ფქვილი ჩავყაროთ თასში.
  • დავახეხოთ გაყინული მარგარინი.
  • დავამატოთ ხაჭო. ავურიოთ.
  • ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ ვანილი, გამაფხვიერებელი, მარილი და მოვზილოთ ცომი.
  • მიღებული ნამცხვარი სიგარეტების ცომი გავყოთ 3 თანაბარ ნაწილად.
  • თითოეული ნაწილი შევფუთოთ ცელოფანში და ჩავდოთ მაცივარში 1-2 საათით.
  • 1 საათის შემდეგ ცომის გუნდა გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა. შემდეგ ცომი გავჭრათ სამკუთხედებად. თითოეულს წავუსვათ თხელ ფენად ხილფაფა და გადავახვიოთ განიერი ნაწილიდან წვერისკენ.
  • გამზადებული ნამცხვარი სიგარეტები, დავაწყოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ 180°C.
  • როცა მზად იქნება, ცხელივე დავაყაროთ შაქრის პუდრა.
 
 

ნაბიჯი №1
გემრიელი ნამცხვარი სიგარეტები

ავტორი: likuna
ნანახია: 1175-ჯერ


Loading...

Loading...