მაღლა


ინგრედიენტები

  • 1 პატარა გოგრა
  • 1 ჭ. ბრინჯი
  • 70 გრ. კარაქი
  • 1 ც. ფორთოხალი 
  • 10 ცალი შავი ქლიავის ჩირი
  • 1 ვაშლი
  • 1 კომში
  • 50 გრ. ქიშმიში
  • 4 ცალი კურაგა
  • 200 გრ გარგრის მურაბა
  • 2 ს. კ. შაქარი

მომზადების პროცესი

კარაქში შევწვათ წვრილად დაჭრილი ვაშლი, კომში და შავი ქლიავის ჩირი. დავაყაროთ შაქარი.







ნახევრად მოხარშულ ბრინჯს დაუმატოთ შემწვარი ხილი. (ბრინჯი არ უნდა იყოს მოხარშული მზადყოფნამდე, რადგანაც შემდგომ ბოლომდე მოიხარშება გოგრაში).

 


 დაჭრილი ფორთოხალი, კურაგა.




გარგარის მურაბა.









გოგრას ამოვაჭრათ თავი.




კოვზით გავასუფთავოთ გოგრა .





 

ჩავდოთ ბრინჯის შიგთავსი.




 ძალიან არ გავავსოთ.



დავაფაროთ გოგრის ამონაჭერი თავი.

შევდგათ გაზქურაში შესაწველად დაბალ გაზზე.

ვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში.













გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 14435-ჯერ



Loading...

Loading...