მაღლა


ინგრედიენტები

  1. კვერცხი / 5 / ცალი
  2. პამიდორი / 4 / ცალი
  3. ხახვი / 2 / თავი
  4. ბულგარული / 2 / ცალი
  5. ზეთი / 50 / მლ
  6. მაიონეზი / 50 / გრ
  7. ყველი / 50 / გრ
  8. ფქვილი / 1 / სუფრის კოვზი
  9. ოხრახუში / 1 / კონა
  10. მარილი / გემოვნებით /
  11. შავი პილპილი / გემოვნებით /
  12. ნიორი / 3-4 / კბილი
  13. რძე / 100 / მლ


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრიდიენტები

ნაბიჯი №2
დაჭრილი ხახვი, ბულგარული და ნიორი შევწვათ ზეთში ნახევრად მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №3
დავამატოთ კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი.

ნაბიჯი №4
მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. შევწვათ მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №5

ავთქიფოთ კვერცხი და რძე. დავამატოთ ფქვილი, დაჭრილი მწვანილი და მოურიოთ.


ნაბიჯი №6
შეურიოთ ერთმანეთს ათქვეფილი კვერცხი და შემწვარი ბოსტნეული.

ნაბიჯი №7
შევდგათ გახურებულ ღუმელში და ვბრაწოთ 200°C 30 წუთის განმავლობაში.

ნაბიჯი №8

30 წუთის შემდეგ გამოვიღოთ ღუმელიდან.


ნაბიჯი №9

მოვაყაროთ გახეხილი ყველი და წაუსვათ მაიონეზი. ისევ შევდგათ ღუმელში და ვბრაწოთ კიდევ 10 - 15 წუთი.


ნაბიჯი №10
გემრიელად მიირთვით!

ავტორი: aks75
ნანახია: 8868-ჯერ


Loading...

Loading...