მაღლა


ინგრედიენტები

  1. ხბოს ხორცი / 500 / გრ
  2. ხახვი / 2 / თავი
  3. კარტოფილი / 400 / გრ
  4. ყველი (სულგუნი) / 200 / გრ
  5. მწვანე ხახვი / 50 / გრ
  6. ზეითუნის ზეთი / 50 / მლ
  7. შავი პილპილი / გემოვნებით /
  8. მარილი / გემოვნებით /
  9. მაიონეზი / 250 / გრ


ნაბიჯი №1

საჭირო ინგრიდიენტები.


ნაბიჯი №2
ხორცი დავჭრათ და

ნაბიჯი №3
გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ნაბიჯი №4
ყველი გავხეხოთ.

ნაბიჯი №5
ხახვი დავჭრათ მრგვლად.

ნაბიჯი №6
გავხეხოთ უმი კარტოფილი.

ნაბიჯი №7
უმი, გახეხილი კარტოფილი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ყალიბში. მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი

ნაბიჯი №8
და მოვასხათ ზეითუნის ზეთი.

ნაბიჯი №9
ზემოდამ დავალაგოთ ხორცის ფარში.

ნაბიჯი №10
შემდეგ მრგვლად დაჭრილი ხახვი.

ნაბიჯი №11
მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

ნაბიჯი №12
წავუსვათ მაიონეზი, დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ გაზქურაში. ვაცხოთ 180 °C 50 წუთი. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ მოვაცილოთ ფოლგა, რომ ზემოდან შეიბრაწოს და მიიღოს ლამაზი ოქროს ფერი.

ნაბიჯი №13
დავჭრათ მწვანე ხახვი

ნაბიჯი №14

მადამ ბოვარი გამოვიღოთ ღუმელიდან


ნაბიჯი №15
და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

ნაბიჯი №16

მადამ ბოვარი მზადაა! ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ ბოლოკის ან კიტრის "ყვავილით" გემრიელად მიირთვით!

მადამ ბოვარი ვიდეო რეცეპტის სანახავად დააკლიკეთ ამ ბმულზე


ავტორი: aks75
ნანახია: 21052-ჯერ


Loading...

Loading...