მაღლა


ინგრედიენტები

  1. ბროკოლი / 300 / გრ
  2. პომიდორი / 2 / ცალი
  3. ხახვი / 1 / თავი
  4. სტაფილო / 1 / ცალი
  5. კარტოფილი / 3 / ცალი
  6. ბულგარული წიწაკა (მწვანე) / 1 / ცალი
  7. ბულგარული წიწაკა (წითელი) / 1 / ცალი
  8. მწვანე ხახვი / 20 / გრ
  9. კამა / 10 / გრ
  10. ნიორი / 3 / კბილი
  11. შავი პილპილი / გემოვნებით /
  12. მარილი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1

ბროკოლი გავრეცხოთ, დავყოთ ყვავილებად და ჩავყაროთ მდუარე წყალში 1,5- 3 წუთით. ამოვიღოთ წყლიდან და გადავდოთ. ბოსტნეული დავჭრათ.


ნაბიჯი №2
ჯამში დავასხათ ცოტა ზეთი და ჩავყაროთ ხახვი. მოვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ სტაფილო.

ნაბიჯი №3
სტაფილო და ხახვი, რომ მოიშუშება დავამატოთ წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა.

ნაბიჯი №4

ნაბიჯი №5
შემდეგ დავამატოთ პომიდორი.

ნაბიჯი №6
და კარტოფილი.

ნაბიჯი №7

ავურიოთ და დავასხათ ადუღებული წყალი.


ნაბიჯი №8
ვხარშოთ 20 - 25 წუთი. კარტოფილი მზად, რომ იქნება დავამატოთ ბროკოლი ვხარშოთ კიდევ 2 წუთი.

ნაბიჯი №9
გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ მწვანე ხახვი, მწვანილი და ნიორი.

ნაბიჯი №10

მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი. გემრიელი ბროკოლის სუპი მზადაა!


ნაბიჯი №11
გემრიელად მიირთვით.

ავტორი: likuna
ნანახია: 26909-ჯერ


Loading...

Loading...