მაღლა


ინგრედიენტები

  1. ბროკოლი / 1 / კგ
  2. ყველი / 100 / გრ
  3. ხახვი / 1 / თავი
  4. ბულგარული წიწაკა (მწვანე) / 2 / ცალი
  5. ბულგარული წიწაკა (წითელი) / 2 / ცალი
  6. პომიდორი / 2 / ცალი
  7. კვერცხი / 4 / ცალი
  8. არაჟანი / 2 / სუფრის კოვზი
  9. ფქვილი / 2 / სუფრის კოვზი
  10. ქინძი / 20 / გრ
  11. მწვანე ხახვი / 20 / გრ


ნაბიჯი №1

ბროკოლი დავყოთ ყვავილებად, ჩავდოთ მდუღარე წყალში 3 წუთით. ამოვიღოთ წყლიდან და გავაციოთ. შემდეგ ბროკოლი დავჭრათ.


ნაბიჯი №2
დავჭრათ მწვანე და წითელი წიწაკა, ხახვი, პომიდორი და მწვანილი.

ნაბიჯი №3
ხახვი შევწვათ ზეთში.

ნაბიჯი №4

ფერს, რომ შეიცვლის დავამატოთ ბულგარული. დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე.


ნაბიჯი №5
შემდეგ დავამატოთ პომიდორი. ვშუშოთ დაახლოებით 5 - 8 წუთი.

ნაბიჯი №6
მოვამზადოთ მობრაწულას სოუსი: ჯამში ჩავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი.

ნაბიჯი №7
დავამატოთ არაჟანი და ფქვილი. ავურიოთ.

ნაბიჯი №8
დავამატოთ მწვანილი და ისევ ავურიოთ.

ნაბიჯი №9
ცეცხლგამძლე ფორმაში მოვათავსოთ ბროკოლის ნახევარი.

ნაბიჯი №10
ზემოდან დავდოთ მოშუშული ბოსტნეული და გავასწოროთ კოვზით.

ნაბიჯი №11
შემეგ დავდოთ დარჩენილი ბროკოლი და მოვასხათ კვერცხის სოუსი.

ნაბიჯი №12
შევბრაწოთ გაზქურაში 200°C 10 წუთით

ნაბიჯი №13
10 წუთის შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ვბრაწოთ კიდევ 10 წუთი.

ნაბიჯი №14
მობრაწულა მზადაა!

ნაბიჯი №15
გემრიელად მირთვით.

ავტორი: aks75
ნანახია: 5939-ჯერ


Loading...

Loading...