მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 10 კგ. წითელი ტყემალი
  • 2 კონა ომბალო
  • 1 კონა ქინძი მარცვლებიანი
  • 5-6 თავი ნიორი
  • 5-6 ცალი წითელი მწიწაკა
  • მარილი და შაქარი გემოვნებით 

მომზადების პროცესი

 
 ტყემალი გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ 200-300 მლ. წყალი და დავდგათ დაბალ გაზზე პერიოდულად ურიოთ.
 

 
 რომ მოიხარშება გადმოვდგათ გაზიდან, გავაციოთ და საწურზე გავწუროთ, ხელით გავჩხაკოთ.
 
 
 
 
 
 
 
გაწურული ტყემალი დავდგათ დაბალ გაზზე და ვადუღოთ.
 
 
 
 
 
 
ნიორი გავარჩიოთ, ომბალო და მწვანე თესლებიანი ქინძი ღეროებისგან მოვაცილოთ.
 
 
 
 
 ნიორი, ომბალო, ქინძი და მწიწაკა ჩოქურით დავკეპოთ. შეურიოთ ტყემალს. მარილი მოვაყაროთ გემოვნებით, თუ ტყემალი ძალიან მჟავეა  დავამატოთ შაქარი გემოვნებით.(ჩემი ძალიან მჟავე იყო და 1 კილომდე დავამატე შაქარი). ვადუღოთ კიდევ 20-30 წუთი.
 
 
 
 
 გამზადებული ტყემალი ჩავასხათ ბოთლებში, ბოთლებს ცხელი წყალი გამოვავლოთ, ჩავასხათ ცხელი ტყემალი ბოთლებში და დავახუროთ პლასმასის საცობები.
 
 
 
 
 შევინახოთ გრილ ადგილას.
 
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!

ავტორი: likuna
ნანახია: 50008-ჯერ



Loading...

Loading...