მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 500 ცალი კაკალი
  • 13 კილო შაქარი
  • 1 კგ. კირი
  • 100 გრ. შაბი
  • 20 ცალი მიხაკი
  • 1/4 ჩ.კ. ლიმონ მჟავა

მომზადების პროცესი

 

მწვანე კაკალი გავთალოთ,  ჩავვალაგოთ წყალში 20 დღე, ყოველდღე უცვალოთ წყალი, წენგოს ფერი რომ გაუვა 1 კილო კირში ჩავყაროთ და დავასხათ წყალი.

 

 

დილა საღამოს გამოუცვალოთ კირიანი წყალი. დაახლოებით 10 დღე.







თითეეული კაკალი ჩანგლით სამ ადგილას მაინც დავჩხვლიტოთ.







 

კაკალს დავასხათ სუფთა წყალი ჩავყაროთ 100 გრ. შაბი და 10 წუთი წამოვადუღოთ, ეს შაბიანი წყალი გადაუღვაროთ.





1 კილო შაქარი დავაყაროთ დავასხათ წყალი იმდენი რომ ფარავდეს კაკალს და კიდევ 10 წუთი წამოვადუღოთ და ისევ გადაუღვაროთ წყალი.






12 კილო შაქარს 2 ვედრო წყალი დავასხათ.





ჩავყაროთ კაკალი და ვადუღოთ.





თუ კაკალი არ მოიხარშა  და წვენმა ჩაიშრო ადუღებული წყალი დავამატოთ.





თუ ქაფს მოიგდებს ქაფქირით მოვხადოთ.



 

ვადუღოთ გამზადებამდე.






დაუმატოთ მიხაკი და ძალიან ცოტა ლიმონ მჟავა.






ცხელივე ჩავასხათ ქილებში და დავახუროთ ხუფი.






შევინახოთ გრილ ადგილას ზამთრისთვის.



 

 

გემრიელად მიირთვით!

 


ავტორი: likuna
ნანახია: 60366-ჯერ



Loading...

Loading...