მაღლა
Aliexpress WW


მწვანე პამიდვრის მწნილი

მწვანე პამიდვრის მწნილი
 

ინგრედიენტები

  • 2 კგ. მწვანე პამიდორი
  • 3 მწარე წიწაკა
  • 10 დაფნის ფოთოლი
  • 2 კონა ნიახური
  • 1 კონა ოხრახუში
  •  2 თავი ნიორი 
  • 1 ლ. წყალზე 1 ს.კ. მარილი

მომზადების პროცესი


მწვანე პამიდორი გავრეცხოთ და გავჭრათ შუაზე ისე რომ არ გაცალგკევდეს პამიდორი.


 

 დავწრათ წიწაკა,  ნიორი და მწვანილები.

 

ჩავდოთ პამიდვრის შუაგულში. 


ჩავდოთ ემალი ჭურჭელში. 


 დავასხათ წინასწარ გამზადებული მარილიანი წყალი ( 1 ლტრა წყალს უნდა 1 ს. კ. მარილი).





დავადოთ სიმძიმე და დაველოდოთ დამჟავებას.


 

გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 46035-ჯერ



Loading...

Loading...